Saturday, May 14, 2011

პროექტის აღწერა




პროექტის სახელწოდება: ,,ახალგაზრდული ბანაკი"
პროექტის მთავარი იდეა:      პროექტის მთავარი იდეაა:  კომუნიკაცია დაამყარონ ინგლისურ ენაზე,ქართველი და საქართველოში მცხოვრები არაქართველ (ინგლისელი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი) მოსწავლეებს შორის.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს არ გააჩნიათ ინგლისურად კომუნიკააციის არეალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეების დამეგობრებას,  
მიზნები:  მოსწავლეებმა სასიამოვნო გარემოში შეძლონ გადალახონ ენობრივი ბარიერი და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.,მოხდეს არაქართველი მოსწავლეებთან ინტეგრაცია ქართულ გარემოში. ქართული ენის,  საქართველოს ისტორიის,  საქართველოს გეოგრაფიის გაცნობა.
მონაწილეთა ასაკი: 12, 13, 14 წელი
ვადები და ხანგრძლივობა:15 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოხდება ქართველი და არა ქართველი მოსწავლეების დამეგობრება, უკეთ იქნება შესწავლილი ინგლისური ენა, დაჩქარდება ქართველი და არა ქართველი მოსწავლეების ინტეგრაციის პროცესი ქართულ გარემოში, გაიღრმავებენ ცოდნას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებენ კვლევა –ძიების უნარს ისტის გამოყენებით, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: შენობა ბანაკის მოსაწყობად, საწოლები (50ც. 40 მოსწავლე და 10 მასწავლებელი) ლეიბები, საბნები, ჭურჭელი, აბაზანა, წიგნები, რვეულები, კვება.
პროექტის მსვლელობა: შინასშარ სკოლა თავის თავზე აიღებს შემდეგი საკითხების მოგვარებას:
  • დასამეგობრებელი სკოლების შერჩევა,
  • მოსწავლეთა კონტიგენტის განსაღვრა,
  • ბანაკის მოსაწყობი ადგილის განსაზღვრა,
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა გადაყვანა და ტრანსპორტირება შერჩეულ ადგილას,
  • კვების,ძილის, განათლების უზრუნველყოფა.
  • მოსწავლეები დაიყოფიან  ოთხ ჯგუფად და იმუშავებენ ჯგუფურად, შეიმუშავებენ ჯგუფები ერთიან სამოქმედო გეგმას და აქტივობებს, მოიძიებენ სხვადასხვა მასალებს.
  • სავარაუდო სია:პირველი ჯგუფი: კონცერტები და თამაშები.

                                      მეორე ჯგუფი: ვიქტორინები და ტრადიციული კერძების მოძიება.
                                      მესამე ჯგუფი: სპორტული თამაშები
                                      მეოთხე ჯგუფი: ლაშქრობები.
ბავშვები გამოაქვეყნებენ თავიაანთ  მოძიებულ მასალებს ინტერნეტის საშვალებით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეძლებენ სამიძნე ენაძე მოსაუბრეთა საუბრის გაგებას, გაიგებენ სტანდარტულ ენაძე ჩაწერილ საინფორმაციო აუდიოჩანაწერებს,შეძლებენ დაუბრკოლებლად  შესაბამისი გამოთქმით გაბმულად ლაპარაკს ინგლისური ენისათვის დამახასიეთებელი ინტონაციით, შეძლებენ აქტუალურ თემებძე საუბარს , საუბრისას ენობრივ  კექსიკურ და გრამატიკულ ნორმების დაცვას.
პროექტის ხელმძღვანელი:  ია ადიკაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: iaadikashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი iaadikashvili.blogspot.com